კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, "რესპუბლიკა" დაიხურა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, რესტორან "რესპუბლიკას" ბოლო სართული დაიხურა. ადგილზე ეპიდემიოლოგებს ელოდებიან. როგორც რესტორნის მენეჯერი, თაკო კვერნაძე "მთავართან" საუბარში ამბობს, ერთ ერთ თანამშრომელს სიმპტომები გამოუვლინდა, შესაბამისად უსაფრთხოების მიზნით, რესტორანი დახურეს და მომსახურე პერსონალს ტესტირება ჩაუტარდება. მისივე თქმით, დახურულია მხოლოდ რესპუბლიკას ბოლო სართულის რესტორანი და არა "რესპუბლიკა 24".

შესაძლო ინფიცირებული თანამშრომელი კი სამსახურში ბოლოს შაბათს იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი