ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კაცმა მეზობელი დაჭრა. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
დაზარალებულ ჭრილობები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. კაცი სასწრაფო დახმარებამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი.