თბილისის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე, გამთენიისას ზოომაღაზია გატეხეს. დაზიანებულია მაღაზიის შესავლელი კარი, ჩამსხვრეულია შუშები. თუმცა, მძარცველებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები არიან, თანხის წაღება ვერ მოახერხეს. მათ სალარო ცარიელი დახვდათ.

ზოომაღაზიის თანამშრომლები "მთავართან" ამბობენ, რომ ეს ძარცვის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის.

მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან მაღაზიის მეპატრონემ მცირე ზარალის გამო, სურვილი არ გამოთქვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი