"ლიბერთი ბანკის" ფილიალში დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

გამოქვეყნდა:

თემქაზე, ლიბერთი ბანკის ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მოხმარებელი დაჭრა. შელაპარაკება ბანკში დაიწყო, აგრესიული მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა. 

ამის შემდეგ, დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიბერთი ბანკის დაჭრილი მომხმარებელი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი