საქართველოს ნაკრების წევრები, ისტორიული გამარჯვების შემდეგ, 01:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებთან მივლენ. ამის შესახებ ღონისძების ორგანიზატორებმა თქვეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დინამო არენას პარალელურად, უბილეთოდ დარჩენილი გულშემატკივრები სწორედ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ისტორიულ გამარჯვებას დიდ ეკრანზე უყურებდნენ.