წულუკიანის მორიგი მარცხი | სასამართლო კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროდან, წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ნათელა მუმლაძემ შრომითი დავა მოიგო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. 

" 26 მარტს საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ნათელა მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ასევე, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

 ნათელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ანგარიშგება-აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად კი, მასობრივად დათხოვნილთა შორის აღმოჩნდა.

 ჩვენი შეფასებით, ამ რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა ნათელა მუმლაძის კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა.

ჩვენ ვაგრძელებთ დავას კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონო გათავისუფლების საქმეებზე და მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით" - წერს ორგანიზიაცია 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი