ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარის რეგიონს უკავშირდება.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, 3 ბათუმში მდებარე საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 13 ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა ვირუსით ინფიცირებულ სხვა პირებთან, 4 პაციენტი "ავრისის" კლინიკის მედპერსონალია, 4 შემთხვევა შემოტანილია, 12 პაციენტს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 3 ინფიცირებულის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.