დღევანდელ სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისი დუმილს დაარღვევს | პროცესამდე 1 საათი რჩება

გამოქვეყნდა:

ერთ საათში დაიწყება მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი პროცესი. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან. ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე დუმილს დაარღვევს ლაზარე გრიგორიადის, რომელსაც ჩვენება არ მიუცია და არც რომელიმე პროცესზე უსარგებლია სიტყვით. 

მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ზვიად შარაძე დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. 

"არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ, რაც დაადასტურებდა ლაზარეს ბრალეულობას როგორც მოლოტოვის კოქტეილის სროლაში, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებაში, იგულისხმება შსს-ს ბალანზე არსებული ავტომობილი. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარემ არაერთხელ განმარტა და ჯერ კიდევ რამდენიმე ხნით ადრე განვმარტეთ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი გამამართლებელი განაჩენის, ჩვენ გვაქვს მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენის", - ამბობს ადვოკატი. 

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისი მეორე დღესვე მიმართავს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი