ბაკურიანში ზვავში მოყოლილ ადამიანის საძიებო სამაშველო სამუშაოები შეწყვეტილია. დაკარგული მამაკაცი, ადგილობრივი ბიზნესმენი დიტო გოგოლაძე, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. მაშველები და ვერტმფრენები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ბაკურიანში, თუმცა უშედეგოდ.
შუა ხნის მამაკაცი ზვავში მოყვა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდა, სულ 5 ადამიანი იყო. ზვავის ჩამოწოლას 4 მათგანი გადაურჩა. მეხუთეს ბედი ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ ასევე: