"შალვა მოკლეს, რუსეთის დავალებით, პუტინმა დაავალა ივანიშვილს" | ადვოკატები ეჭვობენ, რომ შესაძლოა თათუხაშვილი მედიკამენტებით გააბრუეს ჩვენების მისაღებად

გამოქვეყნდა:

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმე - უფლებადამცველებმა პროკურატურას მიმართეს და წარადგინეს ახალი ექსპერტიზის დასკვნა. მათი თქმით, სისხლში აღმოჩენილია ისეთი მედიკამენტები, რომელთან ერთად ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმლის მიღებაც კი შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო. 

ადვოკატები ფიქრობენ, რომ შესაძლოა მედიკამენტებით თათუხაშვილი გააბრუეს, როცა ჩვენების მიღება სურდათ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაზე. ამ ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ თათუხაშვილს მიღებული აქვს დაზიანებები ბლაგვი საგნით ან მუშტით, რომელიც სიცოცხლის დროინდელია, რაც დაცვის მხარეს ასევე ეჭვებს უჩენს. აღნიშნულს წარსულში ჩატარებული ექსპერტიზებიც ამბობდა.

საგამოძიებო უწყებას ერთი თვის ვადა აქვს, რომ გადაწყვიტოს, განაახლებს თუ არა საქმეზე გამოძიებას.

"ეს კვლევა ეჭვქვეშ აყენებს მთავარ ხაზს გამოძიებისას, იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაცვალება გამოიწვია ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ, იმიტომ, რომ თავად ეჭვქვეშ დგება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფაქტი და პრაქტიკულად ნათქვამია, რომ ეს შეუძლებელი იყო ამ ფორმით დამდგარიყო. ამასთან, დადგენილია, რომ გარდაცვლილის სხეულში იყო ე.წ. გამაბრუებელი პრეპარატები, რომლებსაც, ექსპერტის აზრით, ხშირად იყენებენ დაკითხვისას სასურველი ჩვენების მიღების მიზნით", - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. 

გარდაცვლილის მამა, გენერალი გოგა თათუხაშვილი, რომელიც შემთხვევის პირველივე დღიდან ამბობდა, რომ ეს იყო მკვლელობა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ, რომელიც რუსეთის პირველმა პირებმა შეუკვეთეს. მისი თქმით, პუტინს სურდა "კოდორის სპეცოპერაციის" მონაწილეები დაესაჯა, მისი შვილი კი არ არის ერთადერთი, რომელიც ამ სპეცოპერაციის მონაწილე იყო და შემდეგ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 

"შალვა მოკლეს, რუსეთის დავალებით, კოდორი 2007-ის გამო, პუტინმა დაავალა ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილმა ფარცხალაძეს, ფარცხალაძემ შოთაძეს და ასე შემდეგ. შოთაძე გახდა მთავარი პროკურორი შალვას საქმით, მაგრამ ძალიან არაპროფესიონალურად, პროკურატურა იყო შეშინებული, განცხადებებს ცვლიდა, ხან ამტკიცებდნენ, რომ გისოსებში გაძვრა, შუა ზამთარში ტყეში ეძინა. შალვას ეტყობოდა, რომ არის რაღაც წამლების ზემოქმედების ქვეშ, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ იმის თქმა მაინც მოასწრო, რომ ბავშვები და ქალები სულ ყველა გადით საქართველოდან. [...] სხვადასხვა წამლებს ასმევდნენ, ჯერ სალაპარაკოდ, რომ არ გამოვიდეს მდგომარეობიდან", - ამბობს გოგი თათუხაშვილი.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი