ახალი ვიდეოჩანაწერი გლდანის ციხიდან - შაქარაშვილის საქმის დეტალები

გამოქვეყნდა:

გლდანის ციხიდან კიდევ ერთი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც კარგად ისმის  რას ესაუბრება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდლებული  მის თანამესაკნეს, რომელმაც მოგვიანებით  გამოძიებას რევაზიშვილის საწიანარმდეგო ჩვენება მისცა.ფარულ ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ კობა ჩიტიძე, დეტალურად უსვამს კითხვებს ნიკა რევაზიშვილს და ცდილობს მეტი დეტალი გაიგოს საქმის დეტალებზე. 

კობა ჩიტიძის ჩვენების მიხედვით, რომელიც 14 აგვისტოთი თარიღდება, ის ასახელებს კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც საბედისწერო ღამეს ეს ჩანთა მოათავსა ბეტონის ბურჯზე, თუმცა ციხის საკანში გაკეთებული ვიდეოჩანაწერში რევაზიშვილი არ საუბრობს ამ პირზე და არც იმ გარემოებებზე,რომელიც ჩიტიძემ ჩვენებაში მიუთითა.

შეგახსენებთ, ჩვენების ავტორი  რევაზიშვილის თანამესაკნე კობა ჩიტიძე ამბობს, რომ  ბრალდებულმა მასთან შაქარაშვილის მკვლელობა აღიარა. აღსანიშნავია, რომ ჩიტიძე ჩვენებაში ზუსტად იმეორებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის იმ ვერსიას, რომელზეც პროკურატურა საუბრობს და დეტალურად აღწერს რა მოხდა შემთხვევის ღამეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი