ცაგერში COVID-19-ის 5 შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის, 3 სოფელ საპათაგორში და 2 - ლაჯანაში.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები თბილისში ქორწილში იმყოფებოდნენ და იქ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. სოფლებში ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ - მიმდინარეობს საეჭვო კონტაქტების ტესტირება

შეგახენებთ, რომ ამ დრომდე ცაგერი მწვანე ზონა იყო და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. 

ცნობისთვის, 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარის რეგიონს უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი