გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის 19 წლის ვერონიკა არონია 3 სექტემბერს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 15 ივლისს ვერონიკა არონია დაუკავშირდა ერთ-ერთ მედიასაშუალებას და და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი, თითქოსდა, შეესწრო 4 პირის საუბარს, რომელის პირდაპირ კავშირში იყო 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან.