შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამამ თვითდაზიანება სცადა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ პროკურატურასთან თვითდაზიანება სცადა. თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია, რის გამოც  ის საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.შემთხვევის შედეგად ხომასურიძეს დაზიანებები არ მიუღია,სამართალდამცველებმა ზ.ხ-ს მამას ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.  

 შეგახსენებთ, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი