საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების თქმით, ხურვალეთში ოკუპანტები გააქტიურდნენ | სუს-ში ინფორმაციას უარყოფენ

გამოქვეყნდა:

ოკუპანტები ხურვალეთში ისევ აქტიურობენ. ადგილობრივების თქმით, მათ გუშინ დამატებითი უკანონო სამუშაოები განახორციელეს. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამას უარყოფენ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა კი "მთავარ არხთან" საპირისპიროს ამბობს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს რუსები საოკუპაციო სოფლებთან უკანონო სამუშაოებს ასრულებენ. 

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოკუპანტები არიან განსაკუთრებით გააქტიურებულები, მთელ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ხურვალეთია ერთ-ერთი სოფელი, სადაც  ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდნენ. გუშინ და გუშინ წინ ვაფიქსირებდით იმას, რომ რუსებმა ხურვალეთის მიმდებარედ ერთ-ერთი საგუშაგოს გვერდით მოაწყვეს საცეცხლე პოზიცია, შემდგომ დაფიქსირდა, რომ სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა და დაიწყო ტერიტორიაზე გათხრებს გაკეთება, რაც თავისთავად  საინჟინრო საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება," - ამბობს დავით ქაცარავა.

ცნობისთვის, ტერიტორიაზე სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა სოფელში არ გამორიცხავენ, რომ მშენებლობები ისევ დაიწყონ. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი