"მიწას თხრის ბულდოზერი და კამაზით გააქვთ" | ოკუპანტები ხურვალეთში ისევ გააქტიურდნენ

გამოქვეყნდა:

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ - ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილობრივი ლუდა სალია, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რუსები მიწას თხრიან, შემდეგ კი ბულდოზერითა და სატვირთო მანქანით გააქვთ.  

"დილიდან ისევ გამოჩნდნენ ხურვალეთის ქედზე ოკუპანტები, მიწას თხრის ბულდოზერი და კამაზით გააქვთ, იქნებ გვითხრას ვინმემ რა “სიურპრიზს” გვიმზადებენ" - წერს ლუდა სალია. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების გააქტიურება ხურვალეთში დაახლოებით ერთი კვირის წინაც შეინიშნებოდა. შეიარაღებული ფორმიანები სავარაუდოდ ახალ საგუშაგოს აშენებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი