მოსამართლეები კეთილსინდისიერების ტესტის წინააღმდეგ | კლანის წევრების მუქარა და უკმაყოფილება პლენუმის სხდომიდან

გამოქვეყნდა:

კლანი შეტევაზე გადადის და იმუქრება. გავლენიანი მოსამართლეებისთვის იმდენად მიუღებელია კეთილსინდისიერების ტექსტის გავლა, რომ არათუ სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმიან, არამედ მათივე მოკავშირე ივანიშვილის მთავარობას მწვავედ აკრიტიკებენ. მოსამართლეები "ოცნების" მუშაობით კი განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე უკმაყოფილოები არიან. მეტიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე 11 მარტის პლენუმის სხდომაზე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არასწორი მუშაობის შედეგია ის, რომ კლანის 4 მოსამართლე დაასანქცირეს.

პლენუმის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი ნეტგაზეთმა გაასაჯაროვა. დახურულ სხდომაზე იმუქრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძეც, რომ თუ კეთილსინდისიერების მექანიზმი ამოქმედდება ის სისტემიდან საერთოდ წავა. მოსამართლეთა კორპუსიდან მხოლოდ რამდენიმემ გაბედა და თქვა რომ კეთილსინდისიერების ტესტის გავლა პრობლემა არ იქნება, რადგან ეს ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება. კეთილსინდისიერების  მექანიზმის ამოქმედდება ევროკომისიის 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი საკვანძოა. თუ ეს ნაბიჯი არ შესრულდება, ქვეყანას ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაეხსნება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი