დაჭრა დმანისის მუნიციპალიტეტში | ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰამამლოში ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. დანით, სხვადასხვა სახის დაზიანებები ორ ადამიანს აქვს მიღებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა კი დღეს, შუადღის საათებში, დაკრძალვაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე  მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი