გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ საქმეზე ბრალდებულებმა ყევლა მტკიცებულება წაშალეს.მან ასევე განმარტა მიზეზები, რის გამოც კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის მიხედვით, ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა არ აღმოაჩნდათ.
პროკურორი მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო ორგანოში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა.
შეუძლებელია ადამიანი ამდენი ხანი წყალში იყოს და მასზე ან დნმ-ის კვალი დარჩეს ან მიკრონაწილაკები თუნდაც ფრჩხილებში. ექსპერტიზის დასკვნებში სუაბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე, რა თქმა უნდა ბრალდებულები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და ნიმუშები ავიღეთ ფრჩხილები ყველას ჰქონდა დაჭრილი.ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო უწყებაში, შესაბამისად მათ იცოდნენ რომ ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა,-ამბობს ყაზარაშვილი.
შაქარაშვილის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ საბოლოო დასკვნა 3 სექტემბერს დადო.
ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია გიორგი შაქარაშვილის წყალში ყოფნის პერიოდზე და ნათქვამია, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა, ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის 10-20 წუთიან ინტერვალს. ცხედრის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა კი შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.
დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.