პროკურატურის აღიარება - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მთავარი საგამოძიებო უწყება ჩიხშია

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროურატურა საკუთარი გადაწყვეტილებით ადასტურებს, რომ გამოძიების პირველივე ეტაპზე საქმეში უამრავი ფალსიფიცირება მოხდა. საგამოძიებო უწყებამ დღეს, 8 სექტემბერს აღიარა, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს. საქმე ეხება მიკრო ნაწილაკური ექსპერტიზის შედეგებს, რომლებიც უწყებამ საქმიდან გააქრო. ექსპერტიზა ამბობდა, რომ არცერთ ბრალდებულს შაქარაშვილთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი შედეგი საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანებამ გამოიწვია.

"მთავარი არხი", გამოძიების პირველ ეტაპზე ამბობდა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა, რაც 19 წლის ფეხბურთელთან ბრალდებულების შემხებლობას ვერ დაადგენდა. პროკურატურამ მხოლოდ 2 თვის შემდეგ აღიარა, რომ ჩიხშია. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაგვიანებაში ადვოკატები ერთადერთ დამნაშავედ სწორედ საგამოძიებო უწყებას მიიჩნევენ.

სისხლის სამართლის საქმის მასალებში, რომლის გასაჯაროების უფლება ადვოკატებს უწყებამ აუკრძა, ჩნდება არასრულწლოვანი ბრალდებულის ჩვენება. ნ.ქ -ს ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ ბრადლბულები გიორგი შაქარაშვილის გაუჩინერების მეორე დღეს, არაგვის ხიდზე იმ დროს მივიდნენ, როცა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გლდანის ციხეში გადაღებული ვიდეომასალა ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენებას აბათილებს. ვიდეო კობა ჩიტიძისა და რევაზიშვილის ერთ საკანში ყოფნის დროს არის გადაღებული. ჩვენებაში ჩიტიძე საბედისწერო ღამეს განვითარებულ მოვლენებს პროკურატურის გავრცელებული ვერსიის შესაბამისად ასახავს, თუმცა ჩანაწერებში არსად ისმის ვინ ურტყამდა შაქარაშვილს, ან რომელმა ბრალდებულმა დადო ჩანთა ბეტონის ბურჯზე. 

სისხლის სამართლის საქმის ახალ მასალებში დევს გიორგი შაქარაშვილის დედის გამოკითხვის ოქმიც, სადაც თამარ შაქარაშვილს გამოძიება შეკითხვებს მისი შვილის სასიყვარულო ურთიერთობაზე უსვამს. 

განზრახ მკვლელობის საქმეში უკვე 18 ტომია მოთავსებული, თუმცა როგორ გაასამართლებს პროკურატურა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს ეს კითხვა უფლებათდამცველებისთვის პასუხგაუცემელია.

ავტორი: ანუკა ბუავა; დავით გვალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი