თურქეთიდან საქართველოში მიგრანტები უკანონოდ გადმოიყვანეს | დაკავებულია 5 პირი

გამოქვეყნდა:

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.თ.-მ, მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები 1993 წელს დაბადებული ვ.თ; 1965 წელს დაბადებული ბ.ო; 1996 წელს დაბადებული ო.გ. და 1992 წელს დაბადებული რ.გ.", - წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი