ზუგდიდში ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, მოხდა. ვინ ან რა მოტივით მოკლა ქალი, ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია ოჯახის ერთ-ერთი წევრიც.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ავტორი: ემა გოგოხია