"გუშინ წინ გვერდით მაღაზია გატეხეს, გუშინ კიდევ გატეხეს იგივე მაღაზია, დღეს ეს" | ქუთაისში მაღაზიიდან ფული წაიღეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ქურდობების სერია გრძელდება - ქალაქის ცენტრში ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა მაღაზია გატეხეს. მძარცველებმა სალაროდან 300 ლარამდე თანხა წაიღეს. სავარაუდოდ, მაღაზია არასრულწლოვნებმა გატეხეს. 

მეპატრონე ამბობს, რომ გასული ორი დღის განმავლობაში ეს მესამე მსგავსი შემთხვევაა. 

"წაღებულია ფულადი თანხა...ვარაუდობენ, რომ [დამნაშავეები] მცირეწლოვან ბავშვები არიან...საბოლოო ჯამში ყველა პოლიციის პასუხს ელოდება. არიან მცირეწლოვანი ბავშვები...ეს პირველი შემთხვევა არ არის. გუშინ წინ გვერდით მაღაზია გატყდა, გუშინ კიდევ გატეხეს იგივე მაღაზია და დღეს არის ახლა ეს მაღაზია. ადამიანები წვალობენ და ბოლოს მივდივართ ამ შედეგამდე," - ამბობს ერთ-ერთი მესაკუთრე.

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი