ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო დაიწყო | სხდომას ლაზარე დისტანციურად ერთვება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ, ნახევარსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. მოსალოდნელია, რომ მოსამართლე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს, თუმცა იქამდე მხარეები დასკვნითი სიტყვებით გამოვლენ. პროცესში მონაწილეობს თავად ლაზარეც, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ერთვება. 

ლაზარეს მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფებიან და განაჩენს ელოდებიან მისი  ოჯახის წევრები, ახლობლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მარტის აქციების მონაწილეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი