9 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მარში გაიმართება

გამოქვეყნდა:

ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება. 

რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში გადის. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება. ონლაინმედიების ჟურნალისტები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, პარლამენტში არ შეუშვეს. გარდა ამისა, "პუბლიკას" ჟურნალისტს პარლამენტში შესვლის დროს დაცვამ სუფთა ფურცელი ჩამოართვა.

"შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!

ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - წერენ აქციის ორგანიზატორები.

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი