"იტყუებიან ის პოლიციელები, რომლებიც იძახიან, რომ საზოგადოებიდან დაიწყო აგრესია" | ლაზარეს დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დასკვნით სხდომაზე სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისმა მიმართა და მის მიმართ წარდგენი ბრალზე ისაუბრა:

"აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიცია დაიწყო გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, წიწაკის სპრეი...ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა. ქვის სროლა ა.შ. და იტყუებიან ის პოლიციელები, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ პირველად არ გაგიშვიაო წიწაკის სპრეი, საზოგადოებიდან დაიწყო აგრესიაო, ეგ იყო სრული ტყუილი. რაღაცა კონკრეტული სიტუაციები შეიძლება იყო, სადაც ქვის სროლა იყო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანი აქცია უნდა დაარბიო.

ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემ ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ "მოლოტოვის ქოტეილისგან" აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია." თქვა ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც სხდომას დისტანციურად ერთვებოდა.

შეგახსენებთ, სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ლაზარეს განაჩენი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი