ქუთაისში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბებიამ, შვილმა და შვილიშვილმა კლინიკას თავად მიმართეს, ანალიზის ჩატარების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

"მთავარის" ინფორმაციით, ოჯახის ერთი წევრი ქუთაისში ცხოვრობს, ორი კი თბილისში, რომლებიც ქუთაისში სტუმრად იმყოფებოდნენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1773
  • გამოჯანმრთელებულია - 1325
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი