მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. 

ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

"შემოიყვანეს პაციენტი, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობით გულ-მკერდის არეში, რომელიც კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა შემავალი ფილტვის დაზიანებით, რის გამოც გაუკეთდა ოპერაცია, გაიკერა ფილტვი, დატრენირდა პლევრის ღრუ. ამჟამად პაციენტი მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურია, ნუ მძიმე", - ამბობს ექიმი.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი