
ბათუმის სამშობიაროს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. შემთხვევის გამო იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლი ამ დროისთვის დაკეტილია. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 ექიმს დაუდასტურდა, ჯამში კი კლინიკის 5 მედიკოსია დაინფიცირებული. სამშობიარო სახლის დირექტორის თქმით, დაწესებულებაში ამ დროისთვის პაციენტები არ იმყოფებიან. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და თანამშრომელთა მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს.
ბათუმში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, ასევე დაკეტილია ხოფის ბაზარი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ხოფის კლასტერს 7 ახალი შემთხვევა დაემატა. იუსტიციის სახლმა კი მუშაობა დღეს განაახლა, 2 დღის განმავლობაში ის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო დაკეტილი და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტთა რაოდენობას ვერ იტევს და უსიპტომოები საკარანტინე ზონაში გადაჰყავთ.
9 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში:
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.