ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.  შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი.ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს.

უწყებაში ამბობენ, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას კი სრული სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფიცირებულების წყაროს იდენტიფიცირება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი