
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მტკიცებით, გართულებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება. გამყრელიძე ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო ტენდენციებს უკავშირებს.
ზოგადად პოლიტიკა ჩაკეტვების თანდათან მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან უკვე აღარ არის დღის წესრიგში. დღეს მთლიანად მთელ მსოფლიოში პოლიტიკა მართვის არის ე.წ. "ბალანსირებული".ერთის მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება, მართვა და მეორეს მხრივ, აუცილებლად ეკონომიური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას-ამბობს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, აჭარის რეგიონის ნაწილი ერთხელ უკვე ჩაიკეტა.ქობულეთის 4 სოფელი 12 აპრილს კარანტინში მოექცა.სოფლები ლეღვა, წყავროკა, გვარა და მუხაესტატე თითქმის 1 თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
10 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ჩაკეტილი იყო ასევე დაბა მესტია და ლენჯერი. მანამდე კი 22-23 მარტს გართულებული ეპიდვითარების გამო ჩაიკეტა მარნეული და ბოლნისი.
აჭარაში ბოლოს 24 საათში, 9 სექტემბრის მონაცემებით, 25 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.