ლარსიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი შემოჰქონდა | შემოსავლები

გამოქვეყნდა:

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში  "ყაზბეგი" არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის  ფაქტი აღკვეთეს.

მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომობილიდან 40 000 000  რუსული რუბლი ამოიღეს.  

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – 40 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 164 000 ლარი შეადგინა" - წერია განცხადებაში 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი