
საქართველოს მთავრობა საკონდიტრო "დონას", სასტუმრო "ოაზისისა" და რესტორან "მრავალჟამიერის" სტუმრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აფრთხილებს და უფასო PCR ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
თუ 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდით ბათუმის საკონდიტრო/კაფე "დონა"-ში, 30-31 აგვისტოს კი სასტუმრო "ოაზის"-ში, ან 29 აგვისტოს ქორწილში რესტორან "მრავალჟამიერში", გთხოვთ, ჩაიტაროთ COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება უახლოეს სადიაგნოსტიკო ცენტრში, - წერია სამთავრობო შეტყობინებაში.
იხილეთ ცენტრების მისამართები ან დარეკეთ 112; 15 05; 116 001.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.