ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი დღეს გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 აპრილს, 10:00-ზე გამოცხადდება. საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაზარეს მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბებიან.

ლაზარეს საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა. მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდას ბრალი გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს, 31 მარტს კი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) აქვს წარდგენილი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი