
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. სოფელში, სადაც ინფიცირებული ექიმი სტუმრად იმყოფებოდა, PCR ტესტებისთვის ნიმუშები ყველას აუღეს.
ინფიცირებული ანგიოლოგი მცხეთის კლინიკაში მუშაობს.
კოვიდინფიცირებულმა მედიკოსმა სავარაუდოდ ყველა თავისი კონტაქტი გაიხსენა. მათ შორის არიან მისი და, დისშვილები და მამა, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემაში მუშაობს. ყველა მათგანის ნიმუშები სამედიცინო ცენტრ "ციტოში" გაგზავნეს, პასუხები კი გვიან ღამით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 სექტემბერს, თბილისიდან კახეთში ჩასულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულმა თელავის "ევექსს" ვირუსის სიმპტომებით მიმართა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ია გულიაშვილი