თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლილი მსხილაძის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინური დევნის საქმე გააცოცხლა. ფაქტი, რის გამოც თავის დროზე დაიწყო მოსამართლის საქმის განხილვა 5 წლის წინ მოხდა. ლილი მსხილაძეს ადვოკატმა უჩივლა, თუმცა მას შემდეგ ეს საქმე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ გახსენებია. ადვოკატი მსხილაძეს ადანაშაულებდა მის მიმართ უპატივცემლობაში და სამოსამართლეო საქმიანობის არაეფექტურად შესრულებაში.
თავად მოსამართლე ვადების დარღვევაზე საუბრობს.
მსხილაძე ვერ ამბობს, უკავშირდება თუ არა მისი დისციპლინური დევნის საქმის გაცოცხლება იმ გარემოებას, რომ მან ღიად გამოხატა იმ მოსამართლეების მხარდაჭერა, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს, რომ ემხრობიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას.
მეც მიკვირს ახლა რატომ ამოიწიეს ეს საქმე ე მეგონა უკვე დამთავრებული იყო და მასალებიც კი ვერ მოვძებნე. განხილვის ხანდაზმულობა ზოგადად არის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება უნდა მოხდე გადაცდომის ჩადენიდან 3 წლის განმავლობაში, მაგრამ იქ არის ვადები რა ვადაში უნდა იყოს ეს ყველაფერი. ფაქტია ეს დარღვეულია. იმიტომ, რომ ერთ თვეში უნდა ყოფილიყო რეაგირება და და ხდება, სადღაც რამდენიმე თვის შემდეგ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი იხილება დღეს...2021 წლის ივლისიდან 3 წელი გავიდა ფაქტიურად" ამბობს მსხილაძე
სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ორშაბათისთვის გადაიტანეს. რატომ არ გაიმართა სხდომა დღეს და რა მიზეზით გადაიდო, საბჭოში დეტალებს არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია. გადადების მიზეზი არც მოსამართლისთვის განუმარტავთ.