ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. გოგიჩაიშვილმა და ვიკა ბუკიამ ტესტზე დადებითი პასუხი დღეს მიიღეს. დეპუტატი მეუღლესთან ერთად ორი დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ინფიცირება განმეორებითმა ტესტირებამ დაადასტურა.

ინფორმაცია "მთავარს" ლევან გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიას ტემპერატურის გამო მიმართა. როგორც გოგიჩაიშვილი "მთავართან" ამბობს, ინფიცირება არ დაუდასტურდათ ბავშვებს. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგებს მან უკვე გადასცა ყველა კონტაქტი. როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, ის თბილისიდან არ გასულა და არ იცის, ინფიცირების წყარო.

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი