პირს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს ემუქრებოდა და $100 000-ს სთხოვდა, პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბრალდებულს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს ემუქრებოდა და თანხას სთხოვდა.

"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი