ISSA-ის კვლევა: საზოგადოების 73.7% მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას ემხრობა

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარ არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

ემხრობით თუ არა მაღალ თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას? - ამ კითხვაზე შედეგები ასე განაწილდა:

  • ვემხრობი - 73.7%

  • არ ვემხრობი - 16.3%

  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 10.0%.

რუსული კანონის შესახებ კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას, ის დაინიცირებული არ ყოფილა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი