ქუთაისის სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - სწავლის დაწყება გადაიდო

გამოქვეყნდა:

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც სკოლაში აცხადებენ, 60-მდე თანამშრომელს ანალიზები აუღეს და პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. სკოლის თანამშრომლების თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

განმეორებითი ტესტირება მათ 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებაც გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში 1-ელ ოქტომბერს განახლდება.

არსებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი