ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში მეორე ტალღის დაწყების წინ იმაზე ნაკლები საწოლებია, ვიდრე - პირველი ტალღისას. არის თუ არა საკმარისი 600 საწოლი, მაშინ როდესაც კოვიდ 19-ის კიდევ ერთი აფეთქების წინ ეპიდემიოლოგები ინფიცირების უფრო მეტ შემთხვევას ელოდებიან, უცნობია. ამ წუთის მონაცემებით კი კლინიკებში სულ 421 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მიუხედავად ამისა, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია.
ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ყოველ 24 საათში აახლებს.
ოპოზიციამ დღეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დღევანდელი გადაწყვეტილება დაუწუნა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.