სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი გაათავისუფლეს | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე გაათავისუფლეს. მისი თქმით, ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.

"ვის რას უმზადებს განგება, არავინ იცის. გავაცილებ ახლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება. მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. მძიმე ღამე ელის. ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული. უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ და მშვიდ ცხოვრებას ნატო ხელაძეს და მის შვილებს," - აცხადებს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში 2 აპრილს კაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობის საქმეზე ცოლი დააკავეს, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მას დანაშაული არ ჩაუდენია. პროკურატურის მიხედვით, კაცი სინამდვილეში არა ცოლმა, არამედ ცოლის ძმამ მოკლა, ქალმა კი თავის პირველ ჩვენებაში დანაშაული დაიბრალა და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი