ზუგდიდში შუახნის მამაკაცს თავის არეში დაზიანებები თხილის სატეხით მიაყენეს

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში. 55 წლის კაცს შელაპარაკებისას თავის არეში დაზიანებები თხილის სატეხით მიაყენეს. დაშავებული უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

არსებული ინფორმაციით,  შუახნის კაცს კონფლიქტი თხილის ერთ-ერთი შპს-ს მეწილესთან მოუვიდა და სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

სავარაუდოდ, დაპირისპირება მოჰყვა ქარხნიდან თხილის შეძენას, რომელიც დაზარალებულმა, ირაკლი ჭკადუამ შეიძინა, მან 20-25 დღის შემდეგ თხილის უკან დაბრუნება მოითხოვა, მიზეზით რომ შეძენილი თხილი უარგისი აღმოჩნდა, რასაც ქარხნის მფლობელი არ დაეთანხმა. 

ამ დროისთვის ჩხუბში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და დაკავებები მიმდინარეობს.  

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი