"დაიჭირეს და სასტიკად სცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე, დაკავებულია მისი ძმაც, სკოლის მოსწავლე" | ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე წერს, რომ გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დაიჭირეს და სცემეს "ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი", გია ჯოხაძე, დაკავებულია მისი ძმაც, სანდრო ჯოხაძეც, რომელიც სკოლის მოსწავლეა. 

მარია დარჩიევი დაკავებულ ძმებზე სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 საათის განმავლობაში ვერ ადგენდნენ სად ჰყავდა პოლიციას ისინი გადაყვანილი და მხოლოდ ღამის 3 საათზე იპოვეს ისინი. მისივე ცნობით, ადვოკატები ამბობენ, რომ ორივე ძმა ნაცემია. 

"დაიჭირეს და სასტიკად ცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე. Giga Jokhadze დაკავებულია მისი ძმაც, სანდრო Sandro Joxadze - სკოლის მოსწავლე. გიგასნაირი მშვიდი, გაწონასწორებული და თავმდაბალი ადამიანი ბევრი არ ვიცი. ჭიანჭველას რომ მართლა ფეხს არ დაადგამს. გიგაც დაიჭირეს. რუსული კანონის მიღების შემდეგ რას იზამენ, ადვილი წარმოსადგენია.

რუსული კანონი ეხება ყველას, ყველა მოქალაქეს - სტუდენტებს, მოსწავლეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ფერმერებს, მეცნიერებს, შშმ პირებს, გარემოს დამცველებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ხელოვნებს, ყველას. რუსული კანონი კლავს საქართველოში დემოკრატიას, კლავს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას, კლავს საქართველოს თავისუფლებას. ახლა სახლში დარჩენა ნიშნავს, რომ ხვალ სახლში მოვა მდინარაძედ გადაცმული პუტინი.

ესაა ნერვების ბრძოლა, ესაა გრძელი ომი, არ უნდა დავიღალოთ და უნდა დავღალოთ რუსები. ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას.

მადლობა ახალგაზრდებს, არც ვიცი რა სიტყვებით გამოვხატო ეს მადლობა.

არა რუსულ კანონს !!! არა საქართველოს გარუსებას !!!" - წერს ჯაფარიძე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი