მერიამ რუსული კანონის მხარდასაჭერად ჩამოსულ მძღოლებს პარკინგის საფასური არ გადაახდევინა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ რუსული მარშისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოყვანილ მძღოლებს პარკინგის საფასური არ გადაახდევინეს. "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აქციის მონაწილეები უფასო პარკინგით სარგებლობდნენ, გადაწყვეტილება კი თბილისის მერიამ მიიღო.

მძღოლებს სპეციალური სივრცეები ჰქონდათ გამოყოფილი, რომლებიც პოლიციის ლენტით იყო შემოსაზღვრული, დაკავებული ჰქონდათ საავტობუსო ზოლები და საფეხმავლო გზები.

"ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე მოთხოვნილია სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიების გატარება. შესაბამისად, წინასწარ განისაზღვრა შეკრებისთვის საჭირო საპარკინგე ადგილები," - უთხრეს თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე ითხოვს, რომ კახა კალაძემ წარმოადგინოს დოკუმენტი, თუ რომელი სამართლებრივი აქტის საფუძველზე არ მოხდა კანონდამრღვევთა დაჯარიმება.

"პირველი, რაც კალაძემ უნდა წარმოადგინოს, ეს არის განკარგულება და დოკუმენტი, რომელი სამართლებრივი აქტის საფუძველზე არ მოხდა კანონდამრღვევი ავტომობილების დაჯარიმება. რადგან არ დააჯარიმეს ავტომობილები და ეს ავტომობილები იყო დაქირავებული "ქართული ოცნების" მიერ, მაშინ გამოდის, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის "ქართული ოცნების" შემწირველი და ეს უნდა აისახოს შემოწირულობის ნაწილში. ეს იქნება საქართველოში პირველად, როცა სახელმწიფო სტრუქტურა ოფიციალურად ხდება მმართველი პარტიის შემწირველი," - ამბობს დონაძე.

შეგახსენებთ, 29 აპრილს, "ქართულმა ოცნება" რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე ასობით სატრანსპორტო საშუალებით რეგიონებიდან პარტაქტივი, საჯარო მოხელეები, მასწავლებლები და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები ჩამოიყვანა.

როგორც წესი, მძღოლებს, რომლებსაც არ აქვთ თბილისში წინასწარ ნაყიდი პარკირების სერვისი, მუნიციპალიტეტი 50 ლარით აჯარიმებს.

ფოტო: "რადიო თავისუფლება" 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი