გონჩარენკო: EU-მა და აშშ-მა ივანიშვილს და მის გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესონ

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო რუსული კანონის მხარდასაჭერად "ქართული ოცნების" მიერ გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირმა და ამერიკამ სანქციები უნდა დააწესოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.

"დღეს ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის აღარ მოაჩვენებს თავს ქართულ ოცნებად, ის კრემლის ოცნებაა, რომ საქართველო გახდეს ბელარუსი. და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები მას და მის გარემოცვას. გვიანია მაგრამ მაინც", - წერს გონჩარენკო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი