სროლა ვაკეში | დაჭრილია სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ვაკეში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი.

ქურთიაშვილი ძმებ კაკულიების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.

თვითმხილველების ინფორმაციით, რუხაძეს ცეცხლი  ქურთიაშვილმა გაუხსნა, რის შემდეგაც, საპასუხო ცეცხლი  რუხაძის დაცვამ გახსნა.

არსებული ინფორმაციით,  სერგი ქურთიაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ოპერაცია უტარდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი