ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 57 ახალი კოვიდინფიცირებულიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 5 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერს უკავშირდება, 14-ის დაინფიცირების წყარო ბათუმია, 4-ს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 18-ს ჰქონდა კონტაქტი სხვა ინფიცირებულებთან , 3 შემთხვევა შემოტანილია, 8-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.