ნატო ხელაძეს ემუქრებიან, მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს, კვლავ ემუქრებიან და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია - ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს და პროკურატურასა და  შსს-ს მიმართავს:

"სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე, პატიმრობიდან განთავისუფლებულ ნატო ხელაძეს, კვლავ ემუქრებიან და მისი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია!
გამოძიებაში გამოიკითხა გარდაცვლილის  არასრულწლოვანი გერი და შვიდი წლის შვილი, რომელებმაც გამოძიებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მომხდარზე  თუ ვინ მოკლა მ. გოგია და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ დედას არანაირად არ მიუძღვის ბრალი ქმრის მკვლელობაში , ხოლო ქალმა შიშის გამო განაცხადა, რომ მან მოკლა ქმარი. 
ახლა ერთ-ერთი ოჯახის წევრი,რომელიც დაკავებულის დედაა, ემუქრება ნატო ხელაძის 14 წლის გოგოს დაჩეხვით და მოკვლით. ასევე ემუქრება და ითხოვს ნატო ხელაძემ მისი შვილის სასარგებლოდ მისცეს გამოძიებას ინფორმაცია. 
ქალზე მიდის  ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა.
მოგმართავთ ყველა შესაბამის უწყებას დროულად უზრუნველყოთ ბავშვების და ქალის უსაფრთხოება!" წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, ნატო ხელაძე ქმრის მკვლელობის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს. დანაშაული 2 აპრილს მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მუქარის გამო, ხელაძემ საკუთარი ძმის დანაშაული დაიბრალა. ხელაძეს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და  გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით გადაუკვალიფიცირდა. ის წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლდა.

მკვლელობის საქმეზე კი 4 პირია დაკავებული. 

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი