აქციის მონაწილის თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადა "ხარებამ", აგინებდა, აფურთხებდა სახეში, ემუქრებოდა | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ 2024 წლის 16-17 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

იმ 13 დაკავებულიდან, რომელთა უფლებებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტები იცავენ, 12, DRI-ის დირექტორის თქმით, სასტიკად ნაცემია, მათ მრავლობითი დაზიანებები აქვთ. ორი მათგანი ამ დრომდე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია, ყვება, რომ მასზე პირადად სპეცრაზმის მეთაურმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ იძალადა. იურისტები ამბობენ, რომ შსს-ს ამ დრომდე სასამართლოსთვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებდა. 

"ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ე.წ. რბოკოპები და შემდგომ სპეციალური სამსახურის რაზმის წევრები. დაკავებული, რომელიც ამჟამად იმყოფება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, არის მძიმედ დაშავებული, იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რობოკოპებთან ერთად განახორციელა ზვიად ხარაზიშვილმა, "ხარებამ", ამ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდგომ, ხარება მივიდა მასთან, პერიოდულად, როდესაც ის გონებას კარგავდა და შემდგომ უბრუნდებოდა ცნობიერება, ხარება მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში, ემუქრებოდა ანგარიშსწორებით", - ამბობს იურისტი ანა გახოკიძე.

ავტორი: დავით კობიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი